ახალი საგაზაფხულო სალათი “ჰერცოგინია” მაიონეზის გარეშე

1875

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყველაზე საყვარელი სალათებიც კი გბეზრდება ერთ დროს. მენიუს გასამრავალფეროვნებლად, გთავაზობთ აღმოაჩინოთ ახალი რეცეპტები.

დარწმუნებული ვართ, რომ გვერდს ვერ აუვლით მსუბუქ და საინტერესეო სალათ “ჰერცოგინიას”. კაშკაშა ინგრედიენტების უჩვეულო შეხამება, არომატული სანელებელი და შესანიშნავი იერსახე – ეს ყველაფერი ერთობლივობაში იდეალურ კერძად იქცევა. აუცილებლად მოამზადეთ და სასიამოვნოდ გაოცდებით.

ინგრედიენტები

  • 100 გრ ყველი დორბლიუ
  • 2 ც კივი
  • 50 გრ ნიგოზი
  • 0,5 ც ხახვი
  • 1 კონა სალათის ფურცლები
  • 1 კონა ოხრახუში
  • 5 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, ჩაყარეთ ძმრის, შაქრისა და მარილის მარინადში.
  2. მცირე კუბებად დაჭერით ყველი და კივი. დაჭერით წვრილად მწვანილი და ნიგოზი, დახიეთ სალათის ფურცლები. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სასალათეში.
  3. სანელებლისთვის შეურიეთ მდოგვი, ზეითუნის ზეთი და 1 2- ს.კ. ხახვის მარინადის წვენი.
  4. მოასხით სანელებელი, მაგრამ არ მოურიოთ, ყველმა ფორმა რომ არ დაკარგოს.

შეგიძლიათ სალათში დაამატოთ ცოტაოდენი თაფლი და მსხლის ნაჭრები, შესანიშნავი გამოვა. დატკბით ახალი გემოებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!