ახალი კარტოფილით მომზადებული 3 საუკეთესო კერძი

1934

როგორც იქნა, დაიწყო ახალი კარტოფილის სეზონი! ახლა შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ არომატული სუპი, არაჩვეულებრივი სალათი და შესანიშნავი გამომცხვარი კარტოფილი.

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ყველაზე პოპულარული და უჩვეულო რეცეპტები.

1. ახალი კარტოფილის სალათი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ახალი კარტოფილი
  • 200 გრ მწვანე ლობიო
  • 120 გრ სარდინია ზეთში
  • 1 მუჭა ზეთისხილი(კურკების გარეშე)
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. კარტოფილი გარეცხეთ, სამ ნაწილად დაჭერით და მოხარშეთ. დაჭერით ლობიო პატარა ნაწილებად, ჩაყარეთ მოხარშულ კარტოფილში და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაღვარეთ წყალი და გააცივეთ ბოსტნეული.
  2. სალათის თასში მოათავსეთ სარდინია, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი, ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ სარდინიები. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ზეთისხილი, მოხარშული კარტოფილი და ლობიო, მოასხით ზეითუნის ზეთი, ყველაფერი კარგად არიეთ ერთმანეთში, გააჩერეთ 15 წუთით და შემდეგ დააგემოვნეთ უჩვეულო სალათი.

2. კარტოფილის სუპი ველური ნივრითა და ოხრახუშით.

საოცრად პიკანტური სუპი შეფ-პოვარი ცესარ ბარტოლინისგან.

ინგრედიენტები

  • 70 გრ კარაქი
  • 1 ც წვრილად დაჭრილი ხახვი
  • ცოტა თეთრი მშრალი ღვინო
  • 250 გრ ახალი კარტოფილი
  • 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  • 40 გრ ველური ნიორი
  • 150 გრ ოხრახუში
  • ცოტაოდენი ნაღები

მომზადების წესი 

  1. ქვაბში გაადნეთ კარაქი და შეწვით მასში ხახვი, სანამ გამჭვირვალე არ გახდება.
  2. დაუმატეთ ღვინო და დაელოდეთ, რომ ალკოჰოლი აორთქლდეს. შემდეგ ჩაალაგეთ ქვაბში კარტოფილი, ჩაასხით ბოსტნეულის ბულიონი, მოაყარეთ მარილი და ადუღეთ 30-45 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი ბოლომდე არ დარბილდება.
  3. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დაუმატეთ ნიორი, ოხრახუში და ნაღები, შემდეგ კი დააბლენდერეთ ინგრედიენტები, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაუმატეთ სასურველი სანელებელი და მოასხით ზემოდან ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. გემრიელად მიირთვით!

3. გამომცხვარი კარტოფილი ბეკონითა და ახალი კომბოსტოთი. 

ინგრედიენტები

  • 600 გრ ახალი კარტოფილი
  • 500 გრ მოხარშული კომბოსტო
  • 220 გრ გახეხილი მომზადებული ბეკონი ან ლორი
  • 1 კბილი ნიორი
  • 550 მლ ნაღები
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 20 გრ გახუხული პურის ნამცეცები
  • 150 გრ ყველი ჩედარი
  • 10 გრ ყველი პარმეზანი
  • 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესი 

  1. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ კი გადაღვარეთ წყალი. როდესაც გაცივდება, თხელ ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი და გვერდზე გადადგით.
  2. მოხარშეთ კომბოსტო, კარგად შეასუნელეთ და შეურიეთ ლორში. ნიორი შეწვით ზეთში, დაუმატეთ ნაღები, მწიკვით მარილი და პილპილი და გადადგით გვერდზე.
  3. საცხობ ფორმაში დაალაგეთ კარტოფილი, ყველი, ლორი და კომბოსტო, მოასხით ნივრისა და ნაღების სოუსი, მოაყარეთ ჩედარი, პარმეზანი და ოხრახუში. გამოაცხვეთ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს. მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.

აუცილებლად სცადეთ ამ გემრიელობების მომზადება!