აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი

2092

აჭარული ხაჭაპური – უდავოდ ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კერძია. მისი მომზადების რეცეპტები ასზე მეტს ითვლის – ღია, დახურული, ყველით შიგნით, ყველით გარეთ, ფენოვანი, სუნელებით…

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 600 გრ სულგუნი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 1 ჭ თბილი წყალი
  • 3 ს.კ. კარაქი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 8 კვერცხი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაასხით თბილი წყალი თასში, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, შემდეგ გაცრილი ფქვილი და საფუარი. მოზილეთ ცომი, დადგით 1 საათით თბილ ადგილას 1 საათით. შემდეგ კვლავ დაამუშავეთ და დატოვეთ 30 წუთით.
  2. მოამზადეთ შიგთავსი: გახეხეთ ყველი, დაუმატეთ 2 კვერცხი. კარგად მოურიეთ.
  3. დაამუშავეთ ცომი, დაყავით 5 ნაწილად. გააბრტყელეთ და მიეცით ოვალური ფორმა.
  4. მოათავსეთ თანაბრად ყოველ ფენაზე ყველი. დატოვეთ კუთხეებზე 3-4 სმ.
  5. ამოატრიალეთ ცომის კუთხეები და შექმენით ნავის ფორმები. წაუსვით ცომზე კვერცხი.
  6. წაუსვით ზეთი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნავები, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. მზა ხაჭაპურებს ჩაახალეთ თითო კვერცხი, დაუმატეთ თითო ნაჭერი კარაქი.

გემრიელად მიირთვით!