აჭარული კერძი, რომელიც ჩვენს ოჯახში დიდი პოპულარულობით სარგებლობს

3459

აჭარაში ეს კერძი ძალიან პოპულალურია. ის უფუარი ცომისგან მზადდება, მაგრამ თუ სახლში ვერ ახერხებთ ცომის გამზადებას მაშინ შეგიძლიათ სომხური ლავაშისგან მოამზადოთ. ტრადიციულად მისი შიგთავსი მაწვნისა და ნადუღისგან მზადდება, მაგრამ არაჟნის და ხაჭოს გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ, ამით კერძს არაფერი დააკლდება.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ სინორის ხვეულები
  • 300 გ ნადუღი
  • 200 მლ მაწონი ან არაჟანი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 100 გ გამდნარი კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. სინორის ფენები მოვათავსოთ  ცეცხლგამძლე  ფორმაში ან ტაფაში, დავასხათ მდუღარე წყალი (სითხე ფენებს შუამდე უნდა შემოადგეს), ტაფას დავახუროთ სახურავი და დავდგათ, რომ დარბილდეს.
  2. ნადუღი, დაჭყლეტილი  ნიორი, მარილი და არაჟანი ან მაწონი ავურიოთ.
  3. მასა მოვასხათ სინორის  დარბილებული ფენებს. ზემოდან მოვასხათ დამდნარი კარაქი და 15 წუთით გახურებულ ღუმელში შევდგათ.

აჭარული კერძი მზადაა. გაუზიარეთ ის მეგობრებს!