აღმოჩნდა, რომ მთელი საიდუმლო ქილაშია… ამაზე ნაზი ქათმის ხორცი ჯერ არ გამისინჯავს

1592

ქათმის ხორცი კულინარებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზოგს შემწვარი უყვარს, ზოგს მოხარშული და საერთოდაც, მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს.

დღეს ჩვენ ქათმის მომზადების შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ, დაგჭირდებათ მხოლოდ ქათამი და… ქილა! სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 1 ქათამი
  • 3 ხახვი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • პროვანსული სუნელები გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი, პაპრიკა გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ქათამი ნაწილებად.

2. მოაცილეთ კანი ცხიმი, მაგრამ არ გადააგდოთ.

3. მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და სუნელები. დადგით 20-30 წუთით.

4. გარეცხეთ 3-ლიტრიანი ქილა და გაამშრალეთ.

5. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა.

6. მოათავსეთ ქათამი ქილაში ფენა-ფენა. დაამატეთ დაფნის ფოთოლი.

7. ბოლო ფენად ქათმის კანი და ცხიმი მოათავსეთ.

8. დააფარეთ ქილას ფოლგა და შედგით ცივ ღუმელში. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და მოამზადეთ დაახლოებით 1,5-2 საათის განმავლობაში.

9. წარმოქმნილი ბულიონი შეგიძლიათ მოთუშული კარტოფილის მოსამზადებლად გამოიყენოთ.

გილოცავთ! არომატული ქათამი ქილაში მზადაა! მიირთვით სალათებთან ან საყვარელ გარნირთან. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!