ასე მომზადებული ქათმის ფრთები ყველაზე გემრიელია

2506

ვორჩესტერშინის, იგივე ვუსტერიის სოუსი – პიკანტური  ინგლისური საწებელია. აქვს მომჟავო – მოტკბო გემო. მზადდება ძმრის, შაქრისა და თევზისგან. მისი სახელწოდება ვურჩესტერშირის საგრაფოდან მომდინარეობს.

ინგრედიენტები: 

  • 3 კბილი ნიორი
  • 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1 ს.კ. ხმელი ტკბილი წიწაკა
  • 1 ს.კ. ვირჩერსტერშირის სოუსი
  • 2 ჩ.კ. ხმელი ნიახური ზღვის მარილით
  • 4 ს.კ. ტკბილი წიწაკის საწებელი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1,5 კგ ქათმის ფრთა

მომზადების წესი: 

  1. წვრილად დაჭრილი ნიორი, ზეთი, ძმარი, დაფქული წიწაკა, ნიახური, თაფლი, ვორჩესტერშირის საწებელი და წიწაკის საწებელი კარგად აურიეთ, ჩააწყვეთ ქათმის ფრთები, დააფარეთ და 2 სთ-ით ან მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ.
  2. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე.
  3. თუნუქის ფურცელზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, ზედ ფრთები დააწყვეთ. აცხვეთ 30 წთ.
  4. დაუმატეთ მარინადი, ტემპერატურა გაზარდეთ 200 გრადუსამდე და კერძი ღუმელში კიდევ 30 წთ დატოვეთ. მარინადი აორთქლდება, წიწილის ფრთები კი მოტკბო, წებოვანი ჭიქურით დაიფარება. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.