ასეთი გაფორმება ნებისმიერ სტუმარს აღაფრთოვანებს: ხემსის ინდივიდუალური ულუფა თითოეულისათვის

1661

თუ სადღესასწაულო სუფრისთვის არაბანალური ხემსის რეცეპტს ეძებთ, გილოცავთ, თქვენ სწორ ადგილას აღმოჩნდით. ამჯერად გადავწყვიტეთ გიჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება კალმარების ჩვეულებრივი სალათი აქციოთ ყოველი სტუმრის პერსონალურ კერძად. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სალათი პატარა ფუნთუშაშია მოთავსებული, რომელიც შესანიშნავად ეხამება კალმარებისა და ბულგარული წიწაკის გემოს. თუ გსურთ, კერძი ნაკლებად კალორიული გამოვიდეს, მაიონეზის ნაცვლად ნატურალური იოგურტი ან არაჟანი გამოიყენეთ.

ინგრედიენტები

  • 600 გრ კალმარი
  • 6 კვერცხი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • 180 გრ მაიონეზი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • 50 გრ გქვილი
  • 40 გრ კარაქი
  • 100 მლ წყალი
  • 1-2 ც კვერცხი

მომზადება

  1. დადგით გაზქურაზე ქვაბი, მოათავსეთ დაჭრილი კარაქი, მწიკვი მარილი და დაასხით 100 მლ კარაქი. აადუღეთ მასა, მუდმივად ურიეთ, დაამატეთ ფქვილი. ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  2. ფრთხილად გადაიტანეთ ცომი ღრმა თასში და გააცივეთ. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ ცომში. კარგად მოურიეთ.
  3. ორი კოვზით ცომისგან შექმენით პატარა ბურთულები. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ბურთულები და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ფუნთუშები და დანის მეშვეობით პტარა ნახვრეტები გააკეთეთ თითოულზე, შემდეგ კვლავ დააბრუნეთ ღუმელში 5 წუთით.
  4. მოხარშეთ გასუფთავებული კალმარები მარილიან მდუღარე წყალში (2-3 წთ). გააცივეთ, დაჭერით პატარა კუბებად, დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, მწვანილი.
  5. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. მოურიეთ მზა ინგრედიენტები ღრმა ჭურჭელში, შეაზავეთ მაიონეზით და და მოათავსეთ შუაზე გაჭრილ ფუნთუშებში სალათი.

როგორ მოგწონთ ეს იდეა? გაუზიარეთ ასეთი ფასეული ინფორმაცია მეგობრებს!