ასეთი არომატული დესერტისთვის ცომი არ დაგჭირდებათ… ერთი ეშმაკობა და დესერტი 15 წუთში მზად იქნება!

775

ტრადიციული ავსტრიული ვაშლის ნამცხავრი – ჩემი საყვარელი კერძია. მისი ანალოგის მომზადება 15 წუთი უმარტივესად შეგიძლიათ!

ამ რეცეპტის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ პატარა რულეტები სხვა და სხვა შიგთავსებით მაგალითად: ხაჭო და ვანილი, ყაყაჩო, კენკრის ნარევი, ბანანი, შოკოლადი და თქვილი. მე ძალიან მიყვარს ვაშლი, ამიტომაც ხშირად მასზე ვაჩერებ არჩევანს.

ინგრედიენტები

  • თეთრი პური ტოსტისთვის ან თხელი ლავაში
  • 120გ კარაქი
  • ვაშლი
  • დარიჩინი და შაქარი

მომზადება

1.მოაჭერით პურს კუთხეები. ლავაშის შემთხვევაში, გაჭერით ოთხკუთხედად.

2.გააბრტყელეთ პურის ნაჭერი. თუ იყენებთ ლავაშს, მაშინ გაბრტყელება არ დაგჭირდებათ.

3.შაქარს დაუმატეთ დარიჩინი, ცალკე გაალღვეთ კარაქი. ვაშლის ნაჭრებს მოასხით შაქრის სიროპი და მოათავსეთ პურზე.

4.დაახვიეთ რულეტისებურად.

5.რულეტი ამოავლეთ კარაში.

6.რულეტი ამოავლეთ შაქარში და დარიჩინში, შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული ნიგოზი.

7. მოათავსეთ ფოლგაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

8.გამოაცხვეთ 15 წუთი.

9.დამატებით შეგიძლიათ მოამზადოთ შოკოლადის ნაყინი: ათქვოფეთ ვანილის ნაყინი, ნაღები და გამღვალი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!