არომატული სოკოს წვნიანი ლაფშით: მსუბუქი, მარტივი და ნოყიერი

1733

მსუბუქი და არომატული სოკოს წვნიანი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია პირველი კერძისთვის. განსაკუთრებით “ტყის ნობათის” – სოკოს მოყვარულებისთვის. და თუ არასოდეს მოგიმზადებიათ იგი, დროა სცადოთ. ჩვენი მარტივი რეცეპტი კი ამაში დაგეხმარებათ.

მიუხედავად იმისა, რომ წვნიანი უხორცოდ მზადდება, ის საკმაოდ ნოყიერია. მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცის ბულიონი. სოკო ნებისმიერი სახით გამოგადგებათ – ახალი, გაყინული ან გამხმარი. იდეაში ტყის სოკო საუკეთესოა, მაგრამ ქამა სოკოც გამოგადგებათ. ასეთი წვნიანი საუკეთესოა დიეტის ან მარხვის დროს.

ინგრედიენტები

  • 150 გრ ტყის სოკო
  • 3 ც კარტოფილი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • 60 გრ ლაფშა
  • 1,5 ლ წყალი
  • 45 მლ ზეთი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ, დაჭერით და დადგით ცეცხლზე მოსახარშად კარტოფილი.

2. წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ზეთში 10 წუთის განმავლობაში.

3. გარეცხეთ, დაჭერით და მოთუშეთ ზეთში სოკო.

4. ადუღების შემდეგ 15 წუთში კარტოფილს დაუმატეთ სოკო, ხახვი და სტაფილო. როდესაც წვნიანი კვლავ ადუღდება, დაუმატეთ ლაფშა, მარილი, შავი პილპილი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.

5. მირთმევის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

პირველ კერძებში სოკოს გამოყენებით საგრძნობლად გაიმრავალფეროვნებთ რაციონს. კერძები გემრიელი და ნოყიერი გამოდის. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!