არომატული რულეტები ყველით და ისპანახით სულ რაღაც 20 წუთში

967

ბუნებაში პიკნიკზე მორიგი გასვლის წინ დავფიქრდი, რითი შეიძლება ჩაანაცვლო პური. შინ გამოცხობას დიდი დრო სჭირდება, ლავაში კი უკვე მოსაბეზრებელი გახდა.

გადავწყვიტეთ, გამოგვეცადა ფენოვანი რულეტები ყველით და ისპანახით და ერთი წამითაც არ გვინანია – მეგობრებისგან უამრავი შექება და რეცეპტის მოთხოვნა მივიღეთ.

ინგრედიენტები

  • 450 გრ ფენოვანი ცომი
  • 150 გრ ისპანახი
  • 200 გრ ხაჭო
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 50 გრ მწვანე ხახვი
  • 1 კვერცხი
  • ქუნჯუთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ისპანახი, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წთ, შემდეგ დაწურეთ.
  2. ღრმა თასში შეურიეთ ხაჭო, გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანე ხახვი, ისპანახი და სპეციები. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  3. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი, მოათავსეთ შიგთავსი, დაახვიეთ რულეტი და დაჭერით მცირე ნაჭრებად.
  4. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, მოათავსეთ ნაწარმი, წაუსვეთ რძეში ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ ქუნჯუთი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

ყველიანი რულეტები შესანიშნავია საუზმეზეც და სამსახურში წასაღებადაც. რთულია, მეტად უნივერსალური და მარტივი ხემსის მოძიება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!