არომატული მოთუშული ქათმის გულები ბრინჯის ან კარტოფილის გარნირთან

1201

რომ მკითხონ, ორი სიტყვით როგორ აღვწერდი ქათმის გულების კერძს, ვუპასუხებ: “ფანტასტიკურად გემრიელი”. ხშირად გვსმენია, რომ ასეთი სუბპროდუქტი ძალიან მაგარია და მის საჭირო კონდიციამდე მომზადებას დიდი ხანი სჭრიდება. ჩვენ კი გეტყვით, რომ საკმარისია 40 წუთი. საქმე აქ მეორეხარისხოვან ინგრედიენტებშია.

იმ რეცეპტებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ხახვი და არაჟანი გამოიყენება, ჩვენს შემთხვევაში ბულგარული წიწაკის, ჩილისა და ნივრის ნამდვილი ასორტია. ნაღები და ტომატის პიურე არბილებს ხორცს, ნაზს და წვნიანს ხდის მას. სუნელების ნაზავი კი განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ქათმის გულები
  • 200 გრ ტომატის პიურე
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 1 წიწაკა ჩილი
  • 1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • 1 მწიკვი ბეგქონდარა
  • 2 კბ ნიორი
  • 2 ს.კ. ნაღები
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2ც ბაზილიკი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ და გაჭერით ქათმის გულები შუაზე.

2. გაახურეთ ტაფაზე ზეთი, ჩაყარეთ გულები.

3. დაჭერით წვრილად ბულგარული წიწაკა, ჩილი, ნიორი, დაამატეთ ქათმის გულებს მარილთან, ბეგქონდარასთან, მდოგვთან და დაფნის ფოთოლთან ერთად. მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

4. დაამატეთ ნაღები და ტომატის პიურე. დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 20-30 წუთის განმავლობაში.

5. მომზადებამდე 2 წუთით ადრე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ საყვარელ გარნირთან.

მოთუშული ქათმის გულები თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!