არომატული და ხრაშუნა ღვეზელი ხორცით: რამდენიც არ უნდა მოვამზადო, ბოლო ნამცეცამდე იჭმევა

1689

თუ ვახშმად რაიმე ნოყიერის და გემრიელის მომზადება გსურთ, ღვეზელზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს. ამ კერძის უამრავი სახეობა არსებობს, მთავარია ორ პუნქტში – ცომსა და შიგთავსში გაერკვიოთ.

“გასტრონომია” გთავაზობთ სცადოთ ხორციანი ღვეზელის მომზადება – მარტივი და გემრიელი კერძისა, რომელიც მთელ ოჯახს დაანაყრებს და ნამდვილ გასტრონომიულ დღესასწაულს ჰპირდება.

ინგრედიენტები

  • 300 გრ საქონლის ფარში
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 450 გრ ფენოვანი ცომი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ც ხახვი
  • 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 50 მლ ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით წვრილად ხახვი და მოთუშეთ ზეთში ფარშთან ერთად. 5 წუთში დაუმატეთ გატარებული ნიორი, ღვინო, მოთუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და გადმოდგით.

2. გაყავით ცომი ორ ნაწილად. ერთი გააბრტყელეთ, წაუსვით შიგთავსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი. გააბრტყელეთ ცომის მეორე ნაწილი და დაჭერით ზოლებად. ჯვარედინულად დააწვეთ შიგთავსის ზემოთ და მოუჭირეთ კუთხეები.

3. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

ფენოვანი ღვეზელი შესანიშნავი დამატება იქნება ნებისმიერ ცხელ კერძთან,  სამსახურში წასახემსებლადაც შესანიშნავია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!