არაჩვეულებრივი ხაჭოს დესერტი: როგორ მოვამზადოთ საოცარი ტკბილეულობა საყვარელი რძის პროდუქტისგან

1636

არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ ამზადებს უმეტესობა ხაჭოს ტორტებს. ასეთი ტორტი ჯერ კიდევ მორთვისას იშლება ან ისეთი მშრალი გამოდის, რომ რაიმე ცხელი სასმელი უნდა დააყოლო, ყელში რომ გადაგივიდეს. ნაცნობი სიტუაციაა? მაგრამ არა ნაღებიანი ხაჭოს ტორტის შემთხვევაში. ამ ტორტის არაორიგინალური იერსახის მიღმა საოცარი გემო იმალება.

მაშ ასე, რატომ არ არის ის მშრალი? პასუხი მარტივია: ეს გახლავთ ხაჭოს ტორტი ათქვეფილი ნაღებით, სწორედ ნაღებს აკისრია მისი დატენიანების მისია. რატომ არ იშლება? საქმე სტრუქტურაშია. მისი საფუძველი – ბისკვიტის ცომია, რომელიც ხაჭოსა და ნაღების მასას იკავებს.

ინგრედიენტები

  • 120 გრ ფქვილი
  • 200 გრ ხაჭო
  • 250 მლ ნაღები
  • 20 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 4 კვერცხი
  • 240 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • კაკაოს ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი ნახევარ შაქართან, სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება.
  2. შეურიეთ ფქვილი და მარილი, ნახევარი ვანილი და გამაფხვიერებელი.
  3. შეურიეთ მშრალი ნაზავი კვერცხის მასას და კარგად მოურიეთ.
  4. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი. წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
  5. სანამ ცომი ღუმელშია, შეურიეთ 15%-იანი ხაჭო დარჩენილ შაქართან და ვანილთან.
  6. ცალკე ათქვიფეთ 33%-იანი ნაღები და შეურიეთ ხაჭოს მასას.
  7. გაცივებული ფირფიტა გაჭერით 2 ნაწილად. წაუსვით კრემი. მოაყარეთ ტორტს კაკაო. შედგით მაცივარში 2 საათით.

მიჰყევით ამ რეცეპტს და გაახარეთ ახლობლები არაჩვეულებრივი დესერტით. გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი.