არაჩვეულებრივი მეგრული ხარჩოს რეცეპტი

8643

მეგრულ ხარჩოს დიდი წარდგენა არ სჭირდება, მას როგორც წესი, საქონლის ხორცისგან ამზადებენ. სქელი და არომატული წვნიანი შესანიშნავად უხდება ღომს ან მჭადს. „გასტრონომიას“ რედაქცია დარწმუნებულია: ისე არაფერი ათბობს ცივ ზამთარში, როგორც კარგად მომზადებული ხარჩო. მოამზადეთ და თავად დარწმუნდით!

ინგრედიენტები

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 2-3 ც ხახვი
  • 500 გრ პომიდორი
  • 350 გრ ნიგოზი
  • 3-5 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. მჭადის ფქვილი
  • მარილი, ზაფრანა, ხმელი სუნელი, პაპრიკა გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 1 ჭიქა წყალი და მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
  2. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი და შეწვით სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ.
  3. დაჭერით წვრილად პომიდორი და მოთუშეთ 3-5 წუთი. დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და აადუღეთ.
  4. მოამზადეთ ნიგვზის პასტა. გაატარეთ ნიგოზი, დაუმატეთ მარილი და სუნელები, ცოტაოდენი წყალი და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  5. დაამატეთ ხორცში ნიგვზის მასა და დაჭყლეტილი ნიორი. წამოადუღეთ და კიდევ 4-5 წუთი ხარშეთ.

საუცხოო და არომატული ხარჩო მზადაა! თუ უფრო ცხარე გიყვართ, დაუმატეთ აჯიკა. შეგიძლიათ ვირუსებზე და გაციებაზე დაივიწყოთ: სიცხარე გამოდევნის ვირუსებს ორგანიზმიდან. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!