არაჩვეულებრივი და უტკბილესი შოკოლადის რულეტი, რომელიც გრამ ფქვილს არ შეიცავს

1942

რულეტები არაჩვეულებრივი დესერტია. გუსართად აქვს ჯემი, მინანქარი ან კრემი. ამ ხვეულა ნამცხვრებს ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, კაკაო ან გადაუსვათ მინანქარი. რულეტის გადახვევა რთული არ არის, მაგრამ ფრთხილი მოპყრობა სჭირდება. გამოიჩინეთ მოთმინება და ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ ყველაფერი გამოგივათ.

ეს გემრიელი რულეტი ფქვილს არ შეიცავს და ძალიან კარგი დესერტია მათთვის, ვისაც ცელიაკია (ცილა-გლუტენის, იგივე ცილა-წებოვანას მოუნელებლობა) აწუხებს. გამოიყენეთ მხოლოდ კარგი ხარისხის შოკოლადი და ვანილის ექსტრაქტი. დესერტი მაცივარში  გააცივეთ და სუფრაზე მიტანამდე 30 წუთით ადრე გამოიღეთ.

ინგრედიენტები: 

ცომი:

  • 250 გ შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 8 დიდი კვერცხი, ცილა და გული განცალკევებული
  • 250 გ შაქარი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი

შოკოლადის კრემი:

  • 500 გ შავი შოკოლადი, წვრილად დაფხვნილი
  • 1 ფინჯანი (250 მლ) ცხიმიანი ნაღები
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 2 ფინჯანი (300 გ) შაქრის პუდრი

მომზადების წესი:

ცომი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 177 გრადუსზე. 25×25 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს კარაქი წაუსვით. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე, წყნარად მდუღარე წყალზე გაადნეთ. გააგრილეთ.
  3. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ შოკოლადი.
  4. ცალკე გამკვრივებამდე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი. შეურიეთ შოკოლადის ნაზავს.
  5. ცომი უკვე მომზდებულ ლანგარზე გადაიტანეთ.
  6. აცხვეთ 20-25 წუთი, სანამ ცომი ელასტიკური არ გახდება. გააგრილეთ 5 წუთი.

შოკოლადის კრემი:

  1. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი, ნაღები და ვანილი. ჩაუმატეთ შაქრის პუდრი და კარგად მოურიეთ.
  2. გაწურეთ წმინდა საწურში და დაახლოებით 30 წუთი გააცივეთ მაცივარში სანამ არ გასქელდება.
  3. მაგიდაზე გაშალეთ სამზარეულოს ტილო. მოაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი.
  4. ცხელ ნამცხვარს მოაშორეთ პერგამენტის ქაღალდი და ხრაშუნა გვერდები ჩამოჭერით.
  5. ტილოთი გადაახვიეთ რულეტი და ასე დატოვეთ გაგრილებამდე.
  6. გახსენით რულეტი, დაადეთ გულსართი და ისევ გადაახვიეთ.
  7. რულეტს ზემოდან გადაუსვით  მინანქარი ან მორჩენილი გულსართი.

გემრიელად მიირთვით!