არაჟნის ნამცხვრის რეცეპტი შიგთავსის გარეშე

1687

გასაოცარი საშინაო ნამცხვრების უამრავი რეცეპტი არსებობს, და თუ საშუალება და დრო გაქვთ, კულინარიული შედევრების შექმნა ნამდვილად ღირს. მაგრამ ყველაზე ღირებული რეცეპტი ის გახლავთ, რომელიც შეგიძლიათ მინიმალური ინგრედიენტებით რეალობად აქციოთ.

ღუმელში გამომცხვარი არაჟნის ტორტი

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ არომატული ნამცხვარი შიგთავსის გარეშე, რომელსაც ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დრო სჭირდება. მის მოსამზადებლად ძალიან მარტივი, მინიმალური ინგრედიენტები გჭირდებათ, გემო კი გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები 

  • 300 გრ ფქვილი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ არაჟანი
  • 2 ც კვერცხი
  • მწიკვით სოდა
  • 1 ჩ.კ. მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი

1. თავდაპირველად ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, სანამ მასა არ გათეთრდება.

2. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ სოდა.

3. მშრალი ინგრედიენტები შეურიეთ კვერცხისა და არაჟნის ნაზავს, მასას კარგად მოურიეთ.

4. საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და ჩაასხით ცომი მასში.

5. გამოაცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

უბრალო ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით. სურვილისამებრ შეგიძლიათ ნამცხვარს შაქრის პუდრი მოაყაროთ ან ცომში ქიშმიში დაუმატოთ. არაჟნის ნამცხვრის უდიდესი პლიუსი ისაა, რომ შიგთავსის გარეშეც იდეალურია.