არაჟნით მომზადებული უგემრიელესი ხვეულას რეცეპტი

1456

ბავშვობაში დედა ხშირად მიცხობდა გემრიელ, ჰაეროვან, ხრაშუნა ხვეულას, რომლის გემო და არომატი დღესაც მახსოვს.

იმისათვის, რომ ცომი ძალიან ნაზი და ჰაეროვანი იყოს, აუცილებლად დაუმატეთ მას საცხობად გამოყენებადი ღორის ქონი.

იგი კარგია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ღორის ქონი არის ერთ-ერთი ცხიმოვანი პროდუქტი, რომელიც არ წარმოქმნის კანცეროგენებს, მეორეც, თუ ცომში მას დაამატებთ, ცომი არ იქნება მშრალი და მისი შენახვაც უფრო დიდხანს შეგეძლებათ.

 კრუასანები არაჟნისგან

ინგრედიენტები

  • 140 გრ კარაქი
  • 60 გრ ღორის ქონი
  • 400 გრ ფქვილი
  • 100 გრ არაჟანი
  • 100 გრ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი

  1. მოათავსეთ კარაქი და ღორის ქონი საყინულეში 1,5 საათით.

2. გაცივებული ინგრედიენტები დაჭერით პატარა კვადრატებად და შეურიეთ ფქვილში.

3. ცალკე  ჯამში შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი, რძე, კვერცხის გული და ლიმონის წვენი. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

4. შეინახეთ ცომი მაცივარში 1 საათით, ღუმელი კი 180 გრადუსზე გააცხელეთ.

5. ცომი გაყავით 6 ნაწილად. თითოეული ნაჭერი გაიყვანეთ მრგვალ ფენად, შემდეგ კი დაჭერით სამკუთხედებად.

6. თითოეულ ნაჭერს წაუსვით შიგთავსი სურვილისამებრ (ყველაზე უფრო სქელი ჯემი უხდება).

7. ცომი თავდაპირველად გაახვიეთ, როგორც კანფეტი, შემდეგ თავისუფლად, მაგრამ მჭიდროდ გადაახვიეთ კუდი.

8. დაალაგეთ ხვეულა პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაზე, კუდი მოათავსეთ ქვედა მხარეს.

9. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 18 წუთი.

10. გამომცხვარ  ხვეულებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ხვეულა მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ რძესთან, ყავასთან ან ჩაისთან ერთად.