ამ ცომის რეცეპტი – ნამდვილი აღმოჩენაა. მზადდება მხოლოდ 15 წუთში

12191

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გიზიარებთ რეცეპტს, თუ როგორ მოვამზადოთ საფუვრის ცომი რძეზე სწრაფად და მარტივად. ეს რეცეპტი განსაკუთრებით გამოადგებათ დამწყებ მზარეულებს და იმ დიასახლისებს, რომელთაც საკმარისი დრო არასდროს აქვთ.

ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანი ცომის დასამზადებლად თქვენ მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ. ის შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ორი, მაქსიმუმ სამი დღე-ღამის განმავლობაშიც კი. ფუნთუშები და ორცხობილები მოცემული ცომისგან ძალიან ნაზი, რბილი, ფაფუკი, ჰაეროვანი და არომატული გამოდის.

საფუვრის ცომი რძეზე 15 წუთში

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 11 გრამი (ერთი მთლიანი შეფუთვა) საფუარი

მომზადება:

1. ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ 4 ჭიქა ფქვილი და დაამატეთ საფუარი. ნელ-ნელა, მუდმივი მორევის პირობებში დაამატეთ თბილი რძე, შაქარი, მარილი და მზესუმზირის ზეთი. ყველა ინგრედიენტს ერთად კარგად გადაურიეთ.

2. მუდმივი მორევის პირობებში ჩაამატეთ დარჩენილი 1 ჭიქა ფქვილიც. ზილეთ ცომი იქამდე, სანამ ის ხელებზე აღარ მოგეკრობათ, მოგეწეპებათ.

3. მზა ცომი ჩადეთ პარკში და შედგით მაცივარში.

ცომის გამოყენება მისი მაცივარში შედებიდან უკვე 2 საათში შეგიძლიათ. თუ მას თუნდაც 3 დღე-ღამის განმავლობაში შეინახავთ, ცომს არაფერი მოუვა. როგორც უკვე გითხარით, ამ რეცეპტით მომზადებული ცომისგან ფუნთუშები და ორცხობილები ძალიან ფაფუკი, ნაზი და ჰაეროვანი გამოდის. სცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით!