ამ რეცეპტის დახმარებით მოხარშული კრემი იდეალური გამოგივათ

2044

ეს არაჩვეულებრივი კრემები გემრიელია როგორც დარიჩინით, ისე ჯანჯაფილით შენელებული. ზამთარში სუფრაზე ფუნთუშებთან ერთად თბილი მიიტანეთ, ხოლო ზაფხულის ცხელ დღეებში კარგად ჩაცივებულ ხილთან ერთად მიირთვით.

ინგრედიენტები: 

  • 625 მლ რძე
  • 3 დიდი კვერცხი + 1 დიდი კვერცხის გული
  • 70 გ შაქარი
  • 1 ½  ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1/2 ჩაის კოვზი ჯავზი (მუსკატის კაკალი)

ულუფა: 4

მომზადება: 20 წუთი

ცხობა: 30 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
  2. 250 მლ მოცულობის ექვს ყალიბს წაუსვით ცხიმი.
  3. ქვაბში ჩაასხით რძე, საშუალო ცეცხლზე დადგით და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. საშუალო ზომის თასში ათქვიფეთ კვერცხები, კვერცხის გული, შაქარი და ვანილი.
  5. თანდათან დაასხით ცხელი რძე, კარგად მოურიეთ ხის კოვზით და წმინდა საცერში გაწურეთ.
  6. კრემის მასა ყალიბებში გაანაწილეთ და მოაყარეთ ჯავზი. ყალიბები ჩადგით ღრმა საცხობ ტაფაში, დაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ შუამდე მოადგეს.
  7. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში ისე, რომ შუაგული რბილი დარჩეს.
  8. სუფრაზე მიიტანეთ თბილი ან შეგრილებული.

იდეალური მოხარშული კრემის რეცეპტი მზადაა. გაუზიარეთ ის მეგობრებს.