ალუბლის შარლოტკა – იდეალური სადღესასწაულო ნამცხვარი დაბალანსებული გემოთი

1628

შარლოტკის ძალიან ბევრი რეცეპტი შემოგვითავაზებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ამოვწურეთ. დღეს ჩვენ ყველა მხრივ მსუბუქ ვარიანტს გთავაზობთ: ნაკლები ზეთი, ფქვილი და შაქარი, კეფირი არაჟნის ნაცვლად. მომზადებაც დაჩქარებულია: ვაშლის გათლა და დაჭრა არ დაგჭირდებათ. ჩვენი შარლოტკა ალუბლითაა.

ნუ იფიქრებთ, რომ რეცეპტი მხოლოდ ცოცხალ ხილზეა გათვლილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ან დაკონსერვებული ალუბალი კურკის გარეშე. კეფირის ცხიმიანობასაც მნიშვნელობა არ აქვს, უმჯობესია, მომჟავო იყოს, რათა გამაფხვიერებელთან უკეთ შევიდეს რეაქციაში.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ალუბალი
  • 2 კვერცხი
  • 120 გრ შაქარი
  • 200 მლ კეფირი
  • 100 მლ ზეთი
  • 250 გრ ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ზეთი და კეფირი, შემდეგ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

2. ნახევარი ცომი დაასხით საცხობ ფორმაში, დაალაგეთ ალუბლები, დაასხით დარჩენილი ცომი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

მიირთვით ნამცხვარი ჩაისთან ან ყავასთან ერთად. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი რეცეპტი მოგეწონებათ. გაუზიარეთ იგი მეგობრებს!