აი, როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი ატმის კობლერი

1147

კობლერი – ღვინის, რომის ან ვისკისგან დამზადებული კოქტეილია, შაქრით, პიტნით ან ფორთოხლით და ყინულით. მისგან მომზადებული დესერტი კი საუცხოო არომატით გამოირჩევა.

ინგრედიენტები:

გულსართი:

  • 800 გ დაკონსერვებული ატამი, შუაზე გაჭრილი
  • 60 გ ქიშმიში
  • 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ფორთოხლის ცედრა

ზედა ფენა: 

  • 225 გ ფქვილი
  • 1 ½  ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 70 გ შაქარი
  • 50 გ ქოქოსის ფანტელი
  • 125 გ კარაქი, კუბებად დაჭრილი
  • 125 მლ რძე
  • 2 ჩაის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • ათქვეფილი ნაღები, ნაყინი

ულუფა: 6

მომზადება: 15 წუთი + 10 წუთი გასაგრილებლად

ცხობა: 45-50 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი: 

  1. გულსართი: გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე.
  2. დაჭრილი ატამი, ქიშმიში, დარიჩინი და ფორთოხლის ცედრა 1,5 ლ მოცულობის ცეცხლგამძლე ლანგარზე მოათავსეთ და აურიეთ.
  3. ზედა ფენა: ფქვილი და გამაფხვიერებელი საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ. დაუმატეთ შაქარი და თითებით ისე შეაზილეთ კარაქი, რომ პურის ნამცეცების კოსისტენცია მიიღოთ. დაუმატეთ ქოქოსი.
  4. პატარა ფინჯანში შეურიეთ რძე და ლიმონის წვენი. დაუმატეთ მშრალ ნაზავს და კოვზით შეაზილეთ. უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი.
  5. ხილის ნაზავი ცომის გუნდებით დაფარეთ.
  6. აცხვეთ 45-50 წუთი, სანამ ოქროსფერ-ყავისფერს არ მიიღებს. გამოიღეთ ღუმლიდან და გააგრილეთ 10 წუთი.
  7. სუფრაზე მიიტანეთ თბილი, ნაღებთან, ნაყინთან ან კრემ ანგლეზთან ერთად.