აი, როგორ მზადდება ყველაზე გემრიელი მეგრული კვარაბია

5976
SONY DSC

კვერი/კვარი სხვადასხვა სახეობის პურეულის სახელწოდებად ქართული ენის მრავალ დიალექტსა და ქართველურ ენებშიც გვხვდება, რაც მის უძველეს წარმოშობას ადასტურებს. მეგრული “კვარაბიაც” ამ ძირისგანაა ნაწარმოები და ახალი, მაღალხარისხოვანი ყველისგან მომზადებულ მოხარშულ კვერს ეწოდება. გასტრონომია დღეს სწორედ ამ მეგრულ კვარაბიას მოგიმზადებთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი -500 გ
  • წყალი – 250 მლ
  • მარილი – 13 გ
  • იმერული ყველი – 300 გ
  • სულგუნი – 250 გ
  • არაჟანი – 50 გ
  • ზეთი – 200 მლ

მომზადების წესი:

  1. ფქვილით, მარილითა და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (უფრო რბილი, ვიდრე ხინკლისა, მაგრამ უფრო მკვრივი, ვიდრე ხაჭაპურისა). ცომს გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 25 წუთს. ერთად აზილეთ იმერული ყველი, სულგუნი და არაჟანი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი რბილი მასა.
  2. ცომისაგან გააკეთეთ 15 ცალი პატარა გუნდა და ტილოგადაფარებული ისევ გააჩერეთ 10 წუთით. გუნდა გააბრტყელეთ ისე, რომ ოდნავ სქელი იყოს შუაში, ნაპირები კი -თხელი. ცომს დაადეთ ყველისა და არაჟნის 40 – გრამიანი ბურთულა და მოუკარით თავი. შეკრული მხარით დადეთ ბრტყელ ზედაპირზე, ზემოდან გადააფარეთ ტილო და 10 წუთს გააჩერეთ.
  3. პარარელურად აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი. ყველიანი ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ გულსართი თანაბრად გადანაწილდეს ცომში. გაბრტყელებული კვარაბია ხარშეთ დაახლოებით 3-4 წუთს, შემდეგ შეაშრეთ და ცხელ, ზეთიან ტაფაზე შეწვით მხოლოდ ცალი მხრიდან, სანამ არ გაოქროსფრდება.

გემრიელად მიირთვით!