აი, როგორ ვამზადებ ჩემს საყვარელ საშობაო ღვეზელს – კულებიაკას ორმაგი შიგთავსით

1513

კულებიაკა იმითაა განსაკუთრებული რომ მისი მომზადება  შობაზე  მართლაც საოცარ ემოციებთანაა დაკავშირებული. ეს ღვეზელი ნამდვილად დაიპყრობს თქვენს გულს მისი უგემრიელესი ორმაგი შიგთავსით. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 100 გ მარგარინი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 9 ცალი ბლინი (20 სმ დიამეტრით)
  • საფუარი
  • რძე

შიგთავსისთვის:

  • 1 ქათამი
  • 1 ს.კ. სანელებლები
  • 4 ხახვი
  • წიწიბურა
  • ოხრახუში
  • ზეთი
  • კარაქი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, ცენტრში ამოვაღრმავოთ, ჩავახალოთ 2 კვერცხი, წვრილ ნაკადად  ჩავასხათ რძე, ვურიოთ, დავუმატოთ 1 ჩ.კ. მარილი, შაქარი, საფუარი და ავურიოთ. მარგარინი დავარბილოთ და დავუმატოთ ფქვილის ნარევს. მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ნაჭერი და დავდგათ თბილ ადგილზე 2,5  საათით. ფრთებმოჭრილ ქათამს გავაცალოთ კანი, ქონი და წვრილად დავჭრათ. ქათამს წავუსვათ ზეთი, შევაზილოთ სანელებლები და გავაჩეროთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.
  2. წვრილად დავჭრათ 3 ხახვი. ქათმის ქონი და კანი შევწვათ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დავუწიოთ ალს, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ 5-7 წუთის განმავლობაში. წიწიბურა მოვხალოთ  ტაფაზე და შემდეგ მოვხარშოთ 1 ს.კ. კარაქთან ერთად. მოხარშული წიწიბურა გადავიტანოთ ტაფაზე ქათმის კანთან და ქონთან ერთად, მოვაყაროთ სანელებლები გემოვნების მიხედვით და ავურიოთ.
  3. შემწვარი ქათამი გავაცივოთ, გავაცალოთ ძვლები და ხორცი წვრილად დავჭრათ. დარჩენილი ხახვი დავჭრათ წვრილად. ოხრახუში დავკეპოთ. ერთმანეთს შევურიოთ ქათმის ხორცი, ხახვი, ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
  4. ცომი გადავიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. გავაბრტყელოთ 5 მმ სისქის ფირფიტად, ზემოდან მთელ სიგრძეზე მოვათავსოთ 3 ბლინი, მოვაყაროთ წიწიბურას ნარევი და გავასწოროთ. ზემოდან დავაფაროთ 3 ბლინი, მასზე მოვათავსოთ ქათმის ხორცის ნარევი, მასაც გადავაფაროთ დარჩენილი 3 ბლინი და ცომი შევკრათ. ზემოდან წავუსვათ ცივ წყალში ათქვეფილი დარჩენილი კვერცხი და დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე.
  5. ჩანგლით დავჩხვლიტოთ გვერდებიდან და ზემოდან. შევწვათ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში (ყოველ 15 წუთში ტემპერატურას დავუკლოთ 20 ერთეულით). კარგად რომ შეფერადდება, ღვეზელი მზადაა.

აუცილებლად სცადეთ საშობაოდ მისი მომზადება. კმაყოფილების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი კომენტარი.