აი რატომ უნდა დაუმატოთ ხურმას ნიგოზი

1039

ყოველთვის ველოდები ხურმის სეზონს, რათა ამ საოცრად გემრიელი და ტკბილი ხილით მაქსიმალურად დავტკბე. მაღაზიაში წასვლისას სეზონზე ყოველთვის, რამდენიმე კილოგრამს ვყიიდულობ. ნაწილს სიამოვნებით მივირთმევ, ხოლო ძალიან მწიფე და პირიქით მკვახე ხურმას ყოვეთვის ვიყენებ დესერტებში. ხურმისა და ნიგვზის დუეტი კი ნამდვილად სასწაულია.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი ორცხობილის რეცეპტს ხურმით და ნიგვზით.

ცხობილა ხურმით

ინგრედიენტები

  • 1 ხურმა
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 50გ კარაქი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 125გ ფქვილი
  • 0,5 ჭიქა ნიგოზი
  • დაფქული ნიგოზი (მწიკვი)
  • დარიჩინი (მწიკვი)

მომზადება

1.გარეცხეთ ხურმა, გაწმინდეთ, გათალეთ და დაჭერით. დაჭრილი ხურმა დააბლენდერეთ.

2.ჯამში მოათვსეთ ხურმა, კვერცხი და შაქარი. ხელის სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.

3.დაუმატეთ გამღვალი კარაქი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მწიკვი დარიჩინი და ნიგოზი. კარგად მოურიეთ.

4.გაასუფთავეთ ნიგოზი, დაჭერით და დაუმატეთ ცომს. ისევ კარგად მოურიეთ.

5.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. ცომი ფორმაზე ორი კოვზის მეშვეობით მოათავსეთ, ერთმანეთისგან დააშორეთ 3სმ.

6.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

7.სულ ეს იყო, არომატული ორცხობილა მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ცხელი ორცხობილა – რბილი, ჰაეროვანი და ძალიან არომატული. გაგრილებისას ორცხობილის შიგთავსი წელვად მასად გარდაიქმნება. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!