აი რატომ უნდა დაუმატოთ მაიონეზი ვაშლის ნამცხვრის ცომს

662

როგორი უნდა იყოს ვაშლის ნამცხვრის ცომი? ზოგ დიასახლისს ძალიან მშრალი გამოსდის. ამ პრობლემის მოგვარება წვნიანი ვაშლის დამატებით შეგიძლიათ.

მეორე მხრივ, ასეთი გადაწყვეტილება ბევრს არ მოეწონება. საბედნიეროდ გამოსავალი არსებობს. რათა ნამცხვარი გამოვიდეს ფაფუკი, ჰაეროვანი და ნამიანი, ამისათვის მაიონეზი უნდა გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 3 ვაშლი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • სოდა
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • ვანილი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.თავდაპირველად მოვამზადოთ ვაშლი: დაჭერით წვრილად, მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ შეიცვალოს ფერი და დროებით გვერდზე გადადეთ.

2.ათქვიფეთ კვერცხი აქაფებამდე.

3.დაუმატეთ მაიონეზი, კვერცხი, სოდა, მარილი, ვანილი. მოურიეთ.

4.დაუმატეთ დარბილებული კარაქი. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

5.ფორმას წაუვსით ცხიმი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი.

6.ფორმაში მოათავსეთ ვაშლი და მოასხით ცომი.

7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

8.პირველი 30 წუთი ცხობისას ღუმელის კარი არ გააღოთ.

9.ცხელს ნამცხვარს წაუსვით კარაქი და დააფარეთ პაკეტი. ამ მეთოდით ნემცხვარი გახდება უნაზესი.

10.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!