მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი, რომლის გემოც არასოდეს დაგავიწყდებათ.

4835

ქართული სუფრა თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ხაჭაპურიც კი ბევრნაირი გვაქვს და ყველა კუთხეში სხვადასხვა რეცეპტით ამზადებენ. გასტრონომიამ არჩევანი მეგრული ხაჭაპურის რეცეპტზე შეაჩერა.

ინგრედიენტები: 

ცომისთვის: 

  • ფქვილი – 200 გ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • ზეთი – 20 მლ
  • წყალი ან რძე – 100 მლ
  • კარაქი ან ერბო – 10 გ

გულსართისთვის: 

  • იმერული ყველი (ცხიმიანი და ნაკლებად მარილიანი) – 300 გ

ზემოდან მოსაყრელად: 

  • სულგუნი – 30 გ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • რძე – 1 ს.კ

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეში (ან წყალში) გახსენით საფუარი და შაქარი. ცალკე თასში ჩაყრილ ფქვილს დაამატეთ  მარილი და კვერცხი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ ფაფუკი ცომი. ზეთში დასველებული ხელით გადაზილეთ, გადაიტანეთ ღრმა თასში და ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ და დაელოდეთ, სანამ კარგად აფუვდება.
  2. გულსართვისთვის იმერული ყველი გახეხეთ ან ხელით აჭყლიტეთ. ზემოდან მოსაყრელად ცალკე გახეხეთ სულგუნი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და 1 კევრცხის გული.
  3. ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 300 – გრამიანი გუნდა და ოდნავ გააბრტყელეთ. დაადეთ გულსართი და თავი მოუკარით. გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე, ნაპირები ცოტა ამაღლებული  დატოვეთ. მოაყარეთ გახეხილი სულგუნისა და კვერცხის გულის ნაზავი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 220-250 გრადუსზე.
  4. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან გადაუსვით კარაქი ან ერბო.

გემრიელად მიირთვით!