აი ასე მზადდება ტრადიციული ჩანახი თიხის ჯამებში

2426

ჩანახი სასურველია მომზადეს თიხის ჭურჭელში, თუ არ გვაქვს უდრო დიდი გულით და ბარაქიანი ხელით გავაკეთოთ, რომ გემოთი არანაკლები გამოგვივიდეს.

ჩანახი თიხის ჯამებში კეთდება ასე: 

მომზადების წესი:

თითოეულ თიხის ჯამზე მოვათავსოთ თხლად დაჭრილი (დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქის) მსუქანი ხორცის მოზრდილი ნაჭრები, 2 ცალი საშუალო ზომის მთლიანი პამიდორი (კანიანად), ერთი ცალი ბადრიჯანი და 2 ცალი კარტოფილი (სიგრძეზე ორად გაჭრილი), მოვაყაროთ მარილი.

ბადრიჯანი მოვამზადოთ ასე: 

  1. მოვაჭრათ თავი, ჩავუჭრათ მუცელი და მუცლის ღრუში ჩავაწყოთ მარილმოყრილი ცხვრის დუმის ნაჭრები, ნივრის ორი მომცრო ნაჭერი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და რეჰანი.
  2. ჯამი შევდგათ ჰაერღუმელში და შევწვათ ხორცის გაწითლებამდე. სუფრაზე მივიტანოთ ჯამებითვე ცალ-ცალკე თითოეულ ადამიანზე. თუ ამის გაკეთების საშუალება არ არის, ჩანახი გავაკეთოთ ქვაბში.
  3. მოვამზადოთ ბადრიჯნები ისე, როგორ ზემოთ ავღნიშნეთ, დავჭრათ ხორცი შედარებით უფრო პატარა ნაჭრებად.
  4. ქვაბის ძირზე ერთ ფენად დავაწყოთ ხორცი, მოვაყაროთ მარილი, შემდეგ დავაწყოთ ხორცი, მოვაყაროთ მარილი, შემდეგ დავაწყოთ მეორე ფენად ბადრიჯნები სატენით, შემდეგ მთელ-მთელი პამიდორები, ისევ ხორცი და ასე ბოლომდე. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და რეჰანი.
  5. ჩავასხათ მეოთხედი ჩაის ჭიქა წყალი და შევდგათ ჰაერღუმელში  თავდახურული. 1 ½  საათის შემდეგ გამოვიღოთ და ფრთხილად ამოვალაგოთ ლანგარზე.