აი, ასე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ღომი

2847

ღომი უძველესი მეგრული რიტუალური კერძია. რომელიც საქართველოში სიმინდის კულტურის შემოსვლამდე სხვა მარცვლეული მცენარის – ღომისგან მზადდებოდა. მრავალი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი თუ მოგზაური იხსენიებს ღომისგან მომზადებულ ფაფას, რომელის სამეგრელოსა და აფხაზეთის მოსახლეობის უმთავრესი საკვები იყო.

ინგრედიენტები: 

  • სიმინდის ფქვილი – 200 გ
  • სიმინდის ღერღილი – 800 გ

მომზადების წესი: 

  1. გაცერით ღერღილი. რაც საცერში დარჩება, გარეცხეთ, ჩაყარეთ თუჯის ქვაბში, დაფარეთ წყლით, რომელიც ღერღილის მასას სულ მცირე 2 სმ -ით უნდა აღემატებოდეს. დაბალ ცეცხლზე აადუღეთ, თან ყოველ 2 წუთში ერთხელ ურიეთ. თუ წყალი დაშრა, დაამატეთ.
  2. დაახლოებით 40 წუთში ღერღილი მოიხარშება. ამ დროს დაუმატეთ სიმინდის ფქვილი. გამუდმებით ურიეთ. ამოზილეთ და ხარშეთ კიდევ სულ ცოტა 10-12 წუთს.
  3. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და სახურავდახურული შუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. ამოზილეთ და სველი ხის კოზით თეფშზე ამოიღეთ.