აი ასე მარტივად მზადდება ნაღების ჰაეროვანი და გემრიელი კრემი

3248

ნაღების კრემი ყველაზე მარტივი მოსამზადებელია.. მხოლოდ ნაღების ხარისხი და რამდენიმე წესია საჭირო… რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის 2 ფინჯანი (500 მლ) ნაღების კრემი. თუ მეტი გჭირდებათ, დოზა გააორმაგეთ. თუ უფრო მსუბუქი და ღია ფერის კრემის მომზადება გსურთ, ნაღები კარგად გააგრილეთ – ნაღებიანი ჭურჭელი ათქვეფამდე 10 წუთით მოათავსეთ საყინულეში.

ინგრედიენტები: 

  • 1 ფინჯანი (250 მლ) ცხიმიანი ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)

გამოდის: დაახლოებით 2 ფინჯანი (500 მლ) კრემი

მომზადება: 5 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. საშუალო ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები, სანამ  არ გასქელდება. დაუმატეთ შაქრის პუდრი და ვანილი და განაგრძეთ თქვეფა.
  2. მეტისმეტად ნუ ათქვეფთ.

იდეალური კრემი მზადაა. ამ კრემით მორთული დესერტები საოცრად გემრიელი გამოდის.

ჩაინიშნეთ და გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.