ხორცი პამიდვრის წვენში – უგემრიელესი კერძი!

1994

ამ რეცეპტისთვის საქონლის  ხორცი ქათმით ან ღორით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, ყველა შემთხვევაში ძალიან გემრიელი იქნება.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცი 1,5 კგ
  • პამიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი ან პამიდორი 1 კგ
  • ხახვი 2-3 თავი
  • ქინძი 30 გ
  • ნიორი 3-4 კბილი
  • წყალი 2 ჩაის ჭიქა
  • ოხრახუში 50 გ
  • მარილი, პილპილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საქონლის ხორცი დავჭრათ ძალიან წვრილად და მოვხრაკოთ ნელ ცეცხლზე.
  2. დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ხახვი და მოვშუშოთ.
  3. თუ საჭირო იქნება, დავუმატოთ ცხიმი.
  4. როცა ხორცი თითქმის მზად იქნება, პამიდვრის პასტა გავხსნათ წყალში (ან ახალი პამიდორი დავჭრათ წვრილად, მოვხარშოთ და გავწუროთ, რათა თესლი არ შეჰყვეს) და დავასხათ კერძს. წვენი ოდნავ უნდა ფარავდეს ხორცს.
  5. დავუმატოთ დანაყილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, შავი პილპილი და წითელი წიწაკა.
  6. მოვურიოთ და წამოვადუღოთ.
  7. 7-10 წთ დუღილის შემდეგ გადოვდგათ ცეცხლიდან და კიდევ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!