ხაჭოს საუცხოო დესერტი – ასეთი გემრიელობა არავის დატოვებს გულგრილს

ჩვენი რედაქცია გიჩვენებთ, თუ როგორ მოამზადოთ ხაჭოს შეუდარებელი ბატონები.

ბატონების მოსამზადებლად უმჯობესია უცხიმო და ოდნავ მშრალი ხაჭოს გამოყენება, თუ ხაჭო ძალიან სველია, გახსენით და გარკვეული დროის განმავლობაში დატოვეთ ასე, რათა გამოშრეს. თუ გსურთ, რომ ხაჭოს ბატონები კარგად შეიწვას, იგი უნდა მოამზადოთ დაბალ ცეცხლზე და ხშირად უნდა გადაატრიალოთ.

ხაჭოს დესერტი

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხაჭო
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1/4 ჩ/კ მარილი
  • 1/8 ჩ/კ ვანილი
  • 1/2 ჩ/კ სოდა
  • 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ს/კ შაქრის პუდრა.

მომზადების წესი

1. კარგად დაჭყლიტეთ ხაჭო, რათა ნაზი კონსისტენცია მიიღოთ.

2. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, კვერცხი, არაჟანი, შაქარი, სოდა, გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილი, ფქვილი და კარგად მოურიეთ.

3. მაგიდის ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და რათა შემდგომ მასზე ცომი გაიყვანოთ.

4. გაჭერით ცომი ორ დიდ ნაწილად.

5. შემდეგ დაჭერით ცომი სასურველი ზომის ნაჭრებად.

6.  ხაჭოს ბატონები შეწვით ტაფაზე, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს.

7. მომზადებულ დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

მიირთვით ხაჭოს ტკბილი ბატონები არაჟანთან ან სახლში დამზადებულ ჯემთან ერთად. გვერწმუნეთ, ასეთი გემრიელობა არავის დატოვებს გულგრილს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი