წითელი ტყემლის საწებელი – ქართული კულინარიის სავიზიტო ბარათი

0
964

წითელი ტყემლის საწებელი ნამდვილად გამოირჩევა სხვა დანარჩენისგან. მაგალითად სამეგრელოში წითელ ტყემლის საწებელს  განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება. ტყემლის საწებელი ისე არაფერს უხდება, როგორც შემწვარ წიწილასა და მეგრულად შემწვარ გოჭს. ისღა დაგვრჩენია შევუდგეთ ამ დიდებული საწებლის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ წითელი ტყემალი
  • 1 დიდი კონა აყვავებული ქინძი
  • 1 კონა ცერეცო
  • 1 კონა ომბალო
  • 5-6 კბილი ნიორი
  • ხმელი ქინძი – გემოვნებით
  • მარილი – გემოვნებით
  • დაფქული წითელი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ტყემალს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და წამოვადუღოთ. როცა კურკა რბილობს მოშორდება, გამოვრთოთ და შევაგრილოთ.
  2. ნიორი, მარილი, წიწაკა და ხმელი ქინძი დავნაყოთ. დავუმატოთ დაკეპილი მწვანილი.
  3. გაგრილებული ტყემალი საწურზე გავხეხოთ, თან თავისივე წვენი ვასხათ, რომ ადვილად გაიხეხოს. კურკები და კანი გადავყაროთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მწვანილი და გემოვნებით გავათხელოთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი