ძეხვიანი ღვეზელების რეცეპტი – გემრიელი, უსაფრთხო და ნოყიერი საუზმე მოსწავლეებისთვის

1341

ახლახან ჩვენი შვილებისთვის დაიწყო ახალი სასწავლო წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდების ორგანიზმში მავნე საკვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. ჩიფსებით და დანარჩენი ქიმიკატებით თქვენი შვილი ერთ თვეში დაიზიანებს მომნელებელ სისტემას.

როგორ შევარჩიოთ სწორი, ჯანსაღი საუზმე მოსწავლეებისთვის, დიასახლისების მთავარი დილემაა შემოდგომის დასაწყისში. იგი უნდა იყოს ნოყიერი, სასარგებლო და მაქსიმალურად გემრიელი, რომ ბავშვმა სახლში მომზადებულ გემრიელობას მაღაზიის სნეკი არ ამჯობინოს. ძეხვიანი ღვეზელები – იდეალური ვარიანტია.

ინგრეიდენტები

  • 1 ც კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 0,25 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ. აჯიკა
  • 1 ს.კ. სეზამი თესლი
  • 250 მლ რძე
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 450 გრ ხორბლის ფქვილი
  • 300 გრ მოხარშული ძეხვი
  • 0,25 კონა მწვანე ხახვი

მომზადების წესი

1. ერთმანეთისგან დააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილას დაუმატეთ შაქარი და მარილი. მოურიეთ ინგრეიდენტებს, ჩაასხით მასსი თბილი რძე და გამდნარი კარაქი. გაცერით ფქვილი და მშრალი საფუარი შეურიეთ.

2. კვერცხისა და რძის ნაზავს თანდათან დაუმატეთ ფქვილისა და საფუარის მშრალი ნარევი. თავრდაპირველად, ცომი თასში მოზილეთ, შემდეგ – მაგიდაზე. თასში წაუსვით კარაქი და მასში რბილი და ელასტიური ცომი მოათავსეთ, ზემოდან საკვები ცელოფანი გადააფარეთ.

3. ზუსტად 1 საათის შემდეგ, როდესაც ცომი აფუვდება, ხელით კვლავ მოზილეთ და ორ ნაწილად გაყავით. თითოეული თხელ ფენად გაიყვანიეთ და მათგან ფინჯანით წრეები გამოჭერით.

4. ამ წრეების ნაწილზე დაალაგეთ ძეხვის თხელი წრეები. და ზოგს მდოგვი, ზოგს კი აჯიკა წაუსვით. დაფარეთ ისინი ცომის ცარიელი წრეებით. კიდეები ჩანგლით შეაწებეთ ერთმანეთს.

5. ძეხვი შეგიძლიათ თხლად დაჭრილი ქათმის ხორცით შეცვალოთ. ამასთან, ღვეზელებში კორეულად მომზადებული სტაფილოს ან გახეხილი ყველის დამატებაც შეიძლება.

6.თითოეულ ღვეზელს ზემოდან ჭრილები გაუკეთეთ. ათქვიფეთ კვერცხის გული, შეურიეთ ერთი ს.კ. რძე და ეს ნაზავი ღვეზელებს წაუსვით. ზემოდან სეზამის თესლი მოაყარეთ. საცხობ ლანგარზე პერგამენტი დააფინეთ და ღვეზელები მასზე დაალაგეთ.

გამოაცხვეთ ღვეზელები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. აუცილებლად სცადეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით ღვეზელების მომზადება და ნამდვილად არ ინანებთ. თქვენს შვილს ისინი აუცილებლად მოეწონება.