ცნობილი “ჩაის ვარდის” რეცეპტი, რომელიც დიდი ალბათობით დაგიგემოვნებიათ. ახლა მას უკვე თავად მოამზადებთ

1575

დესერტი “ჩაის ვარდის” რეცეპტი ჯერ კიდევ ბავშვობიდანაა ბევრისთვის ცნობილი. ეს არომატული და გემრიელი ფუნთუშები შინაური სიმყუდროვის განცდას სძენს. “ვარდებს” განსაკუთრებული სტრუქტურა და იერსახე აქვთ.

ამ ცომეულის მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს. დესერტის რამდენიმე ვარიაცია არსებობს: ხილის შიგთავსით, შოკოლადის ცომით და სხვა. სცადეთ თქვენც!

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 9 ს.კ. შაქარი
  • 200 მლ კეფირი
  • 330 გრ ხაჭო
  • 70 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. მანანის ბურღული
  • 1 ს.კ. ქიშმიში
  • 10 გრ ვანილინი
  • 1 მწ სოდა
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. ცომისთვის შეურიეთ ფქვილი, 3 ს.კ. შაქარი, მარილი, სოდა და კარაქი. დაუმატეთ კეფირი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და დატოვეთ 30 წუთით.

2. კვლავ დაამუშავეთ ცომი, გააბრტყელეთ და დაყავით 14 ნაწილად. ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ თხლად 12-15 სმ დიამეტრით.

3. ამოჭერით თეფშის მეშვეობით წრეები. ყოველი წრე ჩაჭერით დანით ცენტრიდან 4-ჯერ.

4. ცენტრში დატოვეთ პატარა ადგილი და მოათავსეთ შიგთავსი. შიგთავსისთვის შეურიეთ ხაჭო, დარჩენილი შაქარი, ვანილი, ქიშმიში, მანანის ბურღული. ამოწიეთ ყოველი “ფოთოლი” და მყარად დაადეთ ერთმანეთს.

5. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.

6. მოაყარეთ ფუნთუშებს შაქრის პუდრი და მორთეთ პიტნის ფოთლებით. შეინახეთ ჰერმეტულ შეუთვაში.

შიგთავსს გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ცუკატები, თხილი, შოკოლადი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!