ცივად შეზავებული ქათმის ხორცის სალათა ნიგვზით

4139

ქათმის სალათა მთელს მსოფლიოში იხვეჭს სახელს. ამ სალათის მოყვარულები დღითიდღე იზრდება. ეს კერძი მარტივად მზადდება და იდეალურია სადღესასწაულო სუფრისთვისაც.

ქათმის სალათის რეცეპტი კი ასეთია: 

ინგრედიენტები:

  • ქათმის ხორცი – 500 გ
  • კვერცხი – 2 ცალი
  • მწვანე ხახვი – 50 გ
  • კამა – 30 გ
  • სალათის ფოთლები 100 გ
  • ბროწეულის მარცვლები – 50 გ
  • ნიგოზი – 80-100 გ
  • ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი 1 პატარა თავი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. შემწვარი ქათმის ან ინდაურის ძვლებისგან გაცლილი ხორცი დავჭრათ წვრილ, თხელ, დაახლოებით 2-3 სმ სიგრძის ნაჭრებად.
  2. ჩავდით ჯამში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი, კამა, დაკეპილი სალათის ფურცლები, ბროწეულის მარცვლები, მარილი, წიწაკა და ცალკე სუსტ ღვინის ძმარში  გახსნილი დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი.
  3. კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ სასალათეში და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა ან ტარხუნა.

გემრიელად მიირთვით!