ყველაზე გემრიელი აჯიკის რეცეპტი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. მზადდება შაქრისა და ძმრის გარეშე

0
15409

ძალიან მიყვარს სახლში მომზადებული აჯიკა! რამდენჯერმე მისი შეძენა მაღაზიაშიც ვცადე, თუმცა ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან ნამდვილი აჯიკის შეძენის ნაცვლად, პომიდვრის უბრალო სოუსს ვაწყდებოდი, რომელსაც მხოლოდ შავი პილპილი ჰქონდა მოყრილი. მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებული პროდუქცია ნამდვილი აჯიკისგან ძალიან შორს არის…

სახლში, საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი აჯიკა უნდა იყოს ზომიერად ცხარე, სათანადოდ ბლანტი და საოცრად არომატული!

რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს აჯიკის მომზადების საკუთარი, განსხვავებული მეთოდი და ხერხი აქვს, ბევრი მათგანი თავადაც დამიგემოვნებია და საკუთარ გამოცდილებაზე და გემოვნურ თვისებებზე დაყრდნობით, მინდა ავღნიშნო, რომ ყველაზე გემრიელი აჯიკა სწორედ ოდესაში გავსინჯე, მრავალი წლის წინ.

მათი რეცეპტის საიდუმლო მარტივია: არანაირი სანელებლები და ძმარი, მხოლოდ ნატურალური ბოსტნეული, ნიორი, ცხარე წიწაკა და მარილი.

გემრიელი აჯიკის რეცეპტი ოდესიდან

ინგრედიენტები:

  • 1 კგ პომიდორი
  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 საშუალო ზომის თავი ხახვი
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1 ვაშლი
  • 3 ცალი საშუალო ზომის ცხარე წიწაკა
  • 1 თავი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი და ვაშლი გაატარეთ ხორცსაკეპში (სამზარეულოს კომბაინი და ბლენდერი არ გამოდგება, რადგან მივიღებთ არასასურველ კონსისტენციას). სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, ნიორი და ცხარე წიწაკა კარგად დაკეპეთ, დააქუცმაცეთ.

2. ყველა გამზადებული ინგრედიენტი, გარდა ნივრისა და ცხარე წიწაკისა, გააერთიანეთ ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და ხშირი მორევის პირობებში მიიყვანეთ დუღილამდე. როდესაც მასა წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე და ხარშეთ ის კიდევ 30 წუთის განმავლობაში (აუცილებლად ურიეთ პერიოდულად).

3. ხარშვიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ უნდა ჩავამატოთ ნიორი და ცხარე წიწაკა. კარგად გადაურიეთ და დატოვეთ ეს მასა ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთით. ამ დროში ზედმეტი სითხე აორთქლდება და აჯიკა ზომიერად ბლანტ კონსისტენციას შეიძენს.

4. გამზადებული აჯიკა, სანამ ჯერ კიდევ ცხელია, უნდა მოხუფოთ სტერილიზირებულ ქილებში. რამდენიმე საათით დატოვეთ მოხუფული ქილები თავდაყირა, შემდეგ კი შეინახეთ სასურველ ადგილას.

5. გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტით მომზადებული აჯიკა მართლაც რომ უგემრიელესი გამოდის, რაშიც თავად დარწმუნდებით, თუ მას საკუთარი ხელით მოამზადებთ და შემდეგ დააგემოვნებთ.

მოგეწონათ რეცეპტი? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი