ღუმელში მომზადებული წარმოუდგენლად გემრიელი თევზი, რომელიც შემწვარს ბევრად ჯობია

0
699

ალბათ, ბევრ დიასახლისს შემთხვევია სიტუაცია, როცა მეუღლეს სათევზაოდან დიდი ოდენობით ნადავლი მოუტანია. ერთის მხრივ, სასიხარულოა, მაგრამ მეორეს მხრივ, არ იცი, როგორ მიუდგე. შეწვა, მოხარშო, გამოაცხო? თან მომზადებაში დიდი დროის დახარჯვაც არ გსურს…

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი გადაწყვეტილება – გამომცხვარი თევზი, რომელიც შემწვარს ბევრად ჯობია. ის კარტოფილთან მზადდება, რაც კერძს ნოყიერს ხდის. სცადეთ მომზადება და სასიამოვნოდ გაოცდებით შედეგით. ამ შემთხვევაში ჩვენ ჭანარი შევარჩიეთ.

ინგრედიენტები

  • 4 ც ჭანარი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 4 ც. პომიდორი
  • 1 ც ლიმონი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ც ხახვი
  • 30 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მწვანილი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით თხლად და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.
  2. თასში მოურიეთ ზეითუნის ზეთი, კარაქი, მარილი, პილპილი და მწვანილი.მოასხით კარტოფილს.
  3. შედგით კარტოფილი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
  4. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, დააქუცმაცეთ ნიორი, მოთუშეთ სანახევროდ ზეითუნის ზეთში.
  5. გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან, მოაყარეთ ნახევარი ხახვი და ნიორი, დაჭრილი პომიდორი, ზემოდან კი გასუფთავებული თევზი დაალაგეთ, მოაყარეთ დარჩენილი ხახვი და პომიდორი, თევზის სუნელები, დაალაგეთ დაჭრილი ლიმონი.
  6. გამოაცხვეთ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარი თევზი ძალიან მადისაღმძვრელი გამოდის. მიირთვით დელიკატესი, როცა გაცივდება, თუმცა, ბევრი მას გაცივებას არ აცლის.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი