ქათამი, ფარშირებული ლორით და ყველით. საოცარი კერძი ჭეშმარიტი გურმანებისთვის.

892

უძველესი გამოთქმა გვეუბნება: “ფრინველი მაგიდაზე – დღესასწაული სახლში”. მთლიანი ფრინველის მომზადებისას, კერძი ყოველთვის ამართლებს მოლოდინებს. სადღესასწაულო მაგიდებზე, ჩვენ ხშირად ვხვდებით ფარშირებული ფრინველის ხორცს.

დღეს ჩვენი რედაქცია საუკეთესო რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლის დახმარებითაც თქვენი სადღესასწაულო მაგიდა ყველას გააოცებს.

ქათამი, ფარშირებული ლორით და ყველით

ინგრედიენტები

  • 1 საშუალო ქათამი
  • 100გ ლორი
  • 100გ ყველი
  • 2 კვერცხი
  • 3-4 სუფრის კოვზი ნაღები
  • 4 ნაჭერი თეთრი პური
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • ოხრახუში
  • 1/2 ჭიქა რძე
  • მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ქათამი, ფრთხილად მოაშორეთ კანი ისე, რომ ფრთებისა და ფეხების ბოლოები ქერქში დარჩეს.

2.ქათმის ხორცს მოაშორეთ ძვლები და გაატარეთ ხორცსაკეპში.

3.პურის ნაჭრები ჩაალბეთ რძეში. ლორი დაჭერით გრძლად, ხოლო წიწაკა – კუბიკებად. გახეხეთ ყველი. წვრილად დაჭერით მწვანილი.

4.ქათმის ფარშს დაუმატეთ ლორი, ყველი, წიწაკა, მწვანილი, გამოწურული პური, უმი კვერცხი, ნაღები, მარილი და წიწაკა.

5.წიწაკა და მარილი ქათმის ქერქს შიგნიდანაც მოაყარეთ, შიგთავსით ამოავსეთ ქათამი.

6.გაკერეთ ან დააფიქსირეთ ხის წკირებით.

7.ქათამს ზემოდან წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ წიწაკა და მარილი. ბარკლებს და ფრთებს ცხობისას შემოახვიეთ ძაფი.

8.ქათამი გადაიტანეთ ცხიმიან ფორმაზე და გამოაცხვეთ 160-180 გრადუსზე 1,5 საათი. პერიოდულად მოასხით ქათამს მისივე ცხიმი.

9.სრულ მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე მოუმატეთ ტემპერატურას.

10.დაჭერით და დატკბით.

გემრიელად მიირთვით!