უგემრიელესი რძიანი ორცხობილას უმარტივესი რეცეპტი

ყველას, ვინც წარმოშობით საბჭოთა კავშირიდანაა, ემახსოვრება იმ ორცხობილას შეუდარებელი გემო, რომლებიც გაზქურაზე სხვადასხვა საცხობ ფორმებში ცხვებოდა.

იმისათვის, რომ დღესაც იგივე დესერტი გამოვაცხოთ, საჭირო მხოლოდ რეცეპტის ცოდნა და საცხობი ფორმის პოვნაა.

რძიანი ორცხობილას რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 260 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 100 მლ რძე
  • 100 გრ მარგარინი ან კარაქი

მომზადების წესი

1. გაადნეთ კარაქი ორთქლზე.

2. გამდნარ კარაქს დაასხით რძე.

3. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და გამაფხვიერებელი. კარგად ათქვიფეთ ყველაფერი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

4. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა დაასხით საცხობ ფორმებზე. ორცხობილას ორივე მხარე კარგად გამოაცხვეთ, სანამ იგი ფერს არ შეიცვლის.

გამაფხვიერებელის ნაცვლად შეგიძლიათ ძმარში ან ლიმონის წვენში გაზავებული საცხობი სოდა გამოიყენოთ. იმისათვის, რომ ორცხობილა სწრაფად მომზადდეს და ხრაშუნა იყოს, ცომი ბლინების ცომზე უფრო სქელი, ხოლო ჩვეულებრივ არაჟანზე უფრო თხელი უნდა იყოს.

რეცეპტი უმარტივესია, ხოლო ორცხობილა-უგემრიელესი, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იგი გააუმჯობესოთ : დაუმატოთ ვანილი, ქიშმიში, თხილი. ეს ორცხობილას უფრო ტკბილს გახდის.

დღესდღეობით აღარავინ აცხობს ორცხობილებს, განსაკუთრებით გაზქურაზე, ადამიანების უმრავლესობა ორცხობილას ყიდულობს, სახლში კი მხოლოდ ტორტებსა და ნამცხვრებს აცხობენ, თანაც ღუმელში.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი