უგემრიელესი და ძირითადი კერძი-ღვიძლის სალათი.

2104

ღვიძლი არა მხოლოდ ხახვთან ერთად შეგიძლიათ შეწვათ, მისგან ძალიან საინტერესო და ორიგინალური სალათის მომზადებაცაა შესაძლებელი. თუ სალათში ხორცი ან გულ-ღვიძლი ურევია, იგი ავტომატურად ძირითად კერძად იქცევა. არაფრის მოფიქრება არ არის საჭირო: შეურიეთ ინგრედიენტები და ისიამოვნეთ გემრიელი საკვებით.

ღვიძლის სალათი

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ ღვიძლის სალათი კვერცხითა და სტაფილოთი, მაშინ უბრალოდ წარმოდგენაც არ გავქთ, რამდენად ნოყიერი და გემრიელი შეიძლება იყოს სალათი. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ღვიძლის სალათის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს.

ინგრედიენტები

  • 350 გრ ღვიძლი
  • 10 ც ღვიძლი
  • 5 ც კვერცხი
  • 4 ც ხახვი
  • 4 ც სტაფილო
  • 200 გრ მაიონეზი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. მოხარშეთ ღვიძლი 10-15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და დაჭერით. ყველაზე გემრიელი-ქათმის ღვიძლია, მაგრამ მისი ჩანაცვლება ძროხის ღვიძლითაც შეიძლება.

2. მოხარშეთ სტაფილო, გაასუფთავეთ და მსხვილად გახეხეთ.

3. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად და შეწვით, მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

4. მოხარშეთ კვერცხი, დააცალკევეთ კვერცხის გული და ცილები. ცილები მსხვილად გახეხეთ.

5. ღრმა კონტეინერში ფენებად მოათავსეთ ღვიძლის სალათი, ამისთვის გამოიყენეთ საცხობი ფორმა ან მინის ჭურჭელი, რათა სალათის ყველა ფენა გარედან ჩანდეს. ჩაალაგეთ ჭურჭელში ნახევარი ღვიძლი და ზემოდან მაიონეზი წაუსვით, ზემოდან ნახევარი კიტრი დაალაგეთ. შემდეგ: სტაფილო, მაიონეზი, კვერცხის ცილა, მაიონეზი და დარჩენილი ინგრედიენტებიც ამ თანმიმდევრობით მოათავსეთ ფენებად.

ღვიძლის სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!