საფუარიანი ცომის რეცეპტი გემრიელი ხვეულების მოსამზადებლად

ხვეულები უნივერსალური კერძია. გემო ყოველ ჯერზე განსხვავდება, რადგან შიგთავსია სხვადასხვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტკბილი, ისე მარილიანი შიგთავსი. მთავარია ცომი სწორად მოზილოთ.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საფუარიანი ცომით მომზადებული ხვეულების რეცეპტს, რომელსაც ნებისმიერი შიგთავსი შეეფერება.

ცომი ხვეულებისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა რძე
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 50 გრ საფუარი
  • 1 შეფუთვა კარაქი
  • 3 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი

1. გახსენით საფუარი თბილ რძეში და დაუმატეთ შაქარი. გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ თბილ ოთახში.

2. ცალკე შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და კარაქი.

3. როდესაც საფუარი კარგად გაიხსნება, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. მოზილეთ რბილი ცომი. თუ ცომი ხელზე გეკრობათ, დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი. მზა ცომი გაყავით 4 ნაწილად და მაცივარში 1 საათით.

4. შემდეგ თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ, გააბრტყელეთ და მისგან დაჭერით 16 სამკუთხედი. ფართო მხარეს შიგთავსი მოათავსეთ და გაახვიეთ ხვეულები.

5. მზა ხვეულები დაალაგეთ საცხობ ლანგარზე, ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. თუ შიგთავსი ტკბილია, გამომცხვარ ხვეულებს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი