საოცარი ფუნთუშები: ძალიან რბილი და ჰაეროვანი

0
655

ჰაეროვენი და უგემრიელესი ფუნთუშები, რომელიც ძალიან უხდება ჩაის.

სახლში გამომცხვარი ფუნთუშები დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან უყვარს.

მისი მომზადება უმარტივესია.

ინგრედიენტბი

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 6 ჭიქა
  • რძე 1,5 ჭიქა
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი
  • მშრალი საფუარი 1 შეკვრა
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით

წასასმელი მასისთვის

  • კვერცხის გული 1 ცალი
  • რძე 1 სუფრის კოვზი

1 ჭიქა = 200მლ

მომზადება

  1. გაცერით ფქვილი და ჩაყარეთ დიდ ჯამში.
  2. დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი და მშრალი საფუარი.
  3. კარგად მოურიეთ.
  4. ფქვილის მასას დაუმატეთ თბილი რძე.
  5. ასევე დაუმატეთ გამღვალი კარაქი და ათქვეფილი კვერცხი.
  6. კოვზით მოურიეთ მასას და მოზილეთ ცომი.
  7. გააგრძელეთ ცომის დამუშავება სანამ ის არ გახდება რბილი და გლუვი.
  8. საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი.
  9. ცომი მაგიდაზე დაამუშავეთ 5 წუთის განმავლობაში.
  10. ჯამი დაამუშავეთ მცენარეული ზეთით და მასში მოათასვეთ ცომი.
  11. ჯამს გადააფარეთ პაკეტი და თბილ ადგილას მოათავსეთ 1,5 საათი.
  12. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე და ნაზად დაამუშავეთ ხელით.
  13. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით ტოლ ნაჭრებად (მე გამომივიდა 14 ნაჭერი).
  14. ყოველი ნაჭერით დაამრგვალეთ და მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
  15. გამოსაცხობ ფორმას გადააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 40 წუთი.
  16. ჭიქაში მოათასვეთ კვერცხის გული, დაუმატეთ რძე და ათქვფეთ.
  17. ამოფუებულ ფუნთუშებს წაუსვით კვერცხის მასა.
  18. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  19. უგემრიელესი ფუნთუშებიც მზად არის!
  20. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი