სალათი “დაბადების დღე” უგემრიელესი და უნაზესია!

0
1235

რათა შევქმნათ გემრიელი და ჰარმონიული სალათი, არ არის აუცილებელი ბევრი ინგრედიენტი შევუხამოთ ერთმანეთს. პირიქით, რაც უფრო ცოტა ინგრედიენტს იყენებთ, მით უფრო გემრიელი და გაჯერებული გამოვა კერძი.

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის ფილე
  • 1 ხახვი
  • 3 კვერცხი
  • 1 პომიდორი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დაამარინადეთ ხახვი. დაჭერით მრგვლად, დაუმატეთ შაქარი და ძმარი. დატოვეთ დასამარინადებლად რამდენიმე საათი.

2.როცა ხახვი მომზადდება, დაიწყეთ სალათის მომზადება. კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით კუბიკებად.

3.პომიდორიც დაჭერით კუბიკებად. თუ სალათი არ გინდათ გამოვიდეს წყლიანი, მაშინ პომიდორს მოაშორეთ გული. მაგრამ მე მაინც წყლიანი მირჩევნია.

4.მოხარშეთ ქათმის ხორცი მარილიან წყალში, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად. შეგიძლიათ ქათამი გამოაცხოთ ღუმელში სანელებლებთან ერთად. ასევე გამოგადგებათ შებოლილი ქათამი.

5.ახლა კი შეაერთეთ ყველა ინგრედიენტი: კვერცხი, ქათამი, პომიდორი და დამარინადებული ხახვი. მოასხით მაიონეზი.

მაიონეზი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იოგურტის და მდოგვის ნაზავით.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი