როგორ შევინახოთ ვაზის ფოთლები ზათრისთვის – ტოლმის მოსამზადებლად

ტოლმა ბევრისთვის საყვარელი კერძია. იგი სომხური სამზარეულოს ნაწილია.

ტოლმის მოსამზადებლად იყენებენ ვაზის ფოთოლს.

ვაზის ფოთლები ზამთრისთვის

ვაზის ფოთლების მომზადება ზამთრისთვის მარტივია. მის მოსამზადებლად ცოტა ინგრედიენტი, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები მარინადისთვის 

  • 1 ლ წყალი
  • 1,5 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ძმარი

მომზადების წესი 

1. თავდაპირველად აუცილებელია მოამზადოთ ვაზის ფოთლები. იგი კარგად უნდა გარეცხოთ და მოაჭრათ ღეროები.

2. შემდეგ ყველა ფოთოლი გაახვიეთ რულეტივით და მოათავსეთ ნახევარლიტრიან ქილაში.

3. ახლა კი აადუღეთ წყალი და შეუდექით მარინადის მომზადებას, ჩაყარეთ წყალში მარილი, შაქარი, ჩაასხით ძმარი. მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებზე უნდა გამოიყენოთ 1 ლ წყალი.

4. ქილებში ჩაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ წყალი გადმოიღვაროს. გააჩერეთ ხუთი წუთით, შემდეგ კი გადაასხით წყალი კვლავ ქვაბში.

5. მოადუღეთ მარინადი და კვლავ ჩაასხით ქილებში. დაახურეთ მდუღარე თავსახური და მოხუფეთ.

რჩევა რედაქციისგან: ტოლმის მომზადების დროს გამოიყენეთ იგივე მარინადი, რომელიც ქილაში ასხია. ახლა თქვენ იცით, როგორ დაამარილოთ ვაზის ფოთლები ზამთრისთვის.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი