როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ქაბაბი უმარტივესი რეცეპტით

2450

ქარ­თუ­ლი ქა­ბა­ბი მზად­დე­ბა არა ცხვრის ხორ­ცით, არამედ საქონლის ხორცით. ქაბაბს ბევრი წარდგენა არ სჭირდება, იმდენად ყველასთვის საყვარელი კერძია.

ინგრედიენტები:

  • ხორცი – 500 გ
  • ხახვი – 200 გ
  • ერბო – 2 სუფრის კოვზი
  • შინდის ჩურჩა -1/2 ჩაის ჭიქა
  • დანაყილი ორცხობილა – 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით
  • კვერცხი – 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. რბილი ხორცი ხახვით გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაუკეთეთ მარილი, ძალიან წვრილად დაკეპილი შინდის ჩურჩა ან კოწახური და დანაყილი პილპილი.
  2. გათქვიფეთ კვერცხი და ეს დაკეპილი ხორცი შიგ აურიეთ.
  3.  აიღეთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუნდები, გაათხელეთ, დანით ამოავლეთ დანაყილ ორცხობილაში და შეწვით ორივე მხრიდან ერბოიან ცხელ ტაფაზე.
  4. როცა შეიწვება, ცოტა წყალი დაასხით და ადუღეთ რამდენიმე წუთი.

ესეც ასე უგემრიელესი ქაბაბი მზადაა. გემრიელად მიირთვით!