როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ქათმის ჩიხირთმა

ჩიხირთმა ქართული ტრადიციული და საკმაოდ მოთხოვნადი კერძია. გასტრონომიას რედაქცია დღეს ქათმის ჩიხირთმის რეცეპტს გიზიარებთ. მოამზადეთ სიამოვნებით ეს დიდებული კერძი.

ინგრედიენტები:

  • ქათამი – 1 ცალი
  • ხახვი – 4-5 თავი
  • კვერცხი – 4-5 ცალი
  • ძმარი – 3-4 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 2-3 სუფრის კოვზი
  • ქინძი – 50 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მსუქანი ქათამი (უკეთესია დედალი) გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ ქათამი დაიფაროს და დავდგათ მოსახარშად.
  2. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, ჩავუმატოთ მარილი. მოხარშული ქათამი ამოვიღოთ, მოვაყაროთ ზევიდან მარილი და შევინახოთ.
  3. გაგრილებულ ქათმის ნახარშს მოვხადოთ ცხიმი, შიგ ჩავყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი (შეიძლება ხორცსაკეპშიც გატარდეს). ჩიხირთმას ხახვი არ უნდა ეტყობოდეს) და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ შევარდისფერებამდე, ისე, რომ არ დავხრაკოთ. მოშუშულ ხახვს დავასხათ გაწურული ბულიონი.
  4. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ კვერცხი, დავასხათ ზედ ცოტა რაოდენობის გაგრილებული ბულიონი, დავუმატოთ ხორბლის ფქვილი და ისევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ ძმარი. ავთქვიფოთ  და გაგრილებულ ბულიონში ნელ-ნელა ჩავასხათ. თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ცეცხლზე დავდგათ და წამოვადუღოთ. მორევა არც ერთი წუთით არ უნდა შევწყვიტოთ, თორემ კვერცხი აიჭრება.
  5. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი გემოვნებით. გამზადებულ ჩიხირთმაში ჩავაწყოთ ასო-ასო დაჭრილი ქათამი.
  6. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი