რატომ უნდა დავჭრათ კარტოფილი ზოლებად: ჩინური მეთოდით შემწვარი კარტოფილი

1775

რომელ ჩვენგანს არ უყვარს შემწვარი კარტოფილი, ხრაშუნა ქერქით და ჰაეროვანი ფშვნადი გულით? რუსები საშუალოდ წელიწადში 120 კგ კარტოფილს ჭამენ, ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ამ სახამებლიან ბოსტნეულს მეორე პურს უწოდებენ.

როგორც აღმოჩნდა, შემწვარი კარტოფილი ჩინეთშიც ძალიან უყვართ, თუმცა ისინი ჩვენთვის ძალიან უჩვეულო მეთოდით ამზადებენ მას. ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ცხარე კარტოფილი ჩინური მეთოდით.

კარტოფილი ჩინურად

ინგრედიენტები

  • 3-4 ც კარტოფილი
  • 1/2 ცხარე წიწაკა
  • 1/2 ბულგარული პილპილი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1/2 კონა ქინძი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1/3 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით ასანთის ღერებზე ოდნავ მსხვილ ზოლებად.

2. დაჭერით ზოლებად ცხარე და ბულგარული პილპილი, თხლად დაჭერით ხახვი.

3. დაჭრილი კარტოფილი ჩაალბეთ ცივ წყალში, რომ მოაშოროთ ზედმეტი სახამებელი.

4. გაწურეთ ბოსტნეული და ამის შემდეგ რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში გააჩერეთ. გადაღვარეთ წყალი.

5. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი.

6. ჩაყარეთ მასში დაჭრილი ხახვი და ცხარე პილპილი, შეწვით საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთი.

7. დაუმატეთ კარტოფილი, მოურიეთ და კიდევ ერთი წუთით შეწვით.

8. შემდეგ დაუმატეთ ბულგარული პილპილი, ძმარი, სოიოს სოუსი, დაფქული წიწაკა, მარილი და ყველაფერი შეწვით 1-2 წუთის განმავლობაში.

9. სულ ბოლოს დაუმატეთ დაბლენდერებული ქინძი.

შემწვარი კარტოფილი ჩინური მეთოდით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ამ მეთოდით მომზადებული კარტოფილი გამოდის ცხარე, ნახევრად უმი და ხრაშუნა. თუ გსურთ, რომ კარტოფილი უფრო რბილი იყოს, დამატებით რამდენიმე წუთით გააჩერეთ ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაში.