ნუ დახარჯავთ დროს მშრალ ქათმის გულ-მკერდზე! იაპონელი დიასახლისების ხრიკი გადაწყვიტავს ამ პრობლემას

1799

იაპონიაში ქათმის ხორცი თევზე არანაკლებ უყვართ, არადა, მე-19 საუკუნემდე არამხოლოდ ღორის დასაქონლის ხორცი – ქათამიც აკრძალული იყო! იაპონელებს ქათმის ხორცის არაჩვეულებრივი კერძები აქვთ.

საიდუმლო კი მარტივია: მას სოიოს სოუსში ამარინადებენ, მშრალ ხორცსაც კი. ამის შემდეგ ფილე ხბოს ხორცივით რბილი გამოდის. მაგრამ არის ნიუანსები: მომზადების სულ რაღაც 10-15 წუთში უნდა მოახერხოთ და ზედმეტად არ უნდა მოხარშოთ და მალევე გააცივოთ ხორცი, მაშინ მიიღებთ კარგ შედეგს.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქათმის ფილე
  • 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 10 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • ქათმის სანელებლები გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. წაუსვით ფილეს სუნელები, პილპილი და დატოვეთ 30 წუთით.

2. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან 2-2 წუთის განმავლობაში.

3. მოამზადეთ მარინადი: შეურიეთ წყალი, სოიოს სოუსი და ღვინო, დაუმატეთ შაქარი და წამოადუღეთ. მოათავსეთ ხორცი, წამოადუღეთ და გადმოდგით როგორც კი ბუშტუკები გაუჩნდება.

4. დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილას სრულ გაცივებამდე. ეს მეთოდი დაარბილებს ხორცს და შემდგომში შეგიძლიათ გააცხელოთ.

მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ სწორედ ღვინო და არა ძმარი, რადგან ღვინო დარბილებას უწყობს ხელს. მოამზადეთ ქათმის ფილე ამ მეთოდით და თავად დარწმუნდით, რომ ხორცის შეწვაზე ბევრად საინტერესო ხერხებიც არსებობს!