ნიგვზიანი ბადრიჯანი იმერული რეცეპტით

4980

საქართველოს ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ტრადიციული კერძებით. იმერეთი ნამდვილად ღირსეულად იხვეჭს სახელს  მხალეულის საკმაზებით. აქ მომზადებული ნებისმიერი მხალი მართლაც კულინარიული შედევრია. დღეს გასტრონომია ერთ-ერთ იმერულ რეცეპტს გაგიზიარებთ. ეს კერძი არის ბადრიჯანი ნიგვზით. აუცილებლად ჩაიწერეთ რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • ბადრიჯანი 2 კგ
  • ნიგოზი 300 გ
  • ხახვი 2-3 თავი
  • ნიორი 3-4 კბილი
  • ზაფრანა 1 ჩაის კოვზი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი, მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. პატარა ზომის ბადრიჯნები ჩავჭრათ სიგრძეზე, მოვხარშოთ და გავწუროთ. ამისათვის დავალაგოთ სათითაოდ ორ ფიცარ შორის სიმძიმის ქვეშ.
  2. ხახვი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ ცოტა მარილი, ძმარი და ხელით ვზილოთ სანამ არ დარბილდება. (ამ პროცესს იმერეთში ” ხახვის მოკვლას” ეძახიან).
  3. შემდეგ დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ზაფრანა, მიხაკ-დარიჩინი, პილპილი და გავაგრძელოთ ზელვა ზეთის გამოსვლამდე.
  4. ზეთი დროებით შევინახოთ.
  5. გამზადებული საკაზმი ჩავტენოთ ბადრიჯანში და გადავუსვათ გარედანაც.
  6. დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ გამოწურული ზეთი.