მწვანე პომიდვრის მწნილი უგემრიელესი შიგთავსით

ქართული სამზარეულო სხვა ქვეყნის სამზარეულოებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ბოსტნეულისგან მომზადებული ძალიან ბევრი კერძი აქვს. საქართველოში ყოველ ოჯახს ბოსტნეულის კერძის საკუთარი რეცეპტი აქვს. ყველაზე საყვარელი საკმაზი კი პომიდორია.

მწვანე, დაუმწიფებელ პომიდორში ათავსებენ წვრილად დაჭრილ ნიორს, ნიახურს, ოხრახუშსა და ცხარე წითელ წიწაკას. იმისთვის, რომ მოამზადოთ ნამდვილი პომიდორი ქართულად, მჭიდროდ ჩააწყვეთ პომიდორი ქილაში, რათა დამჟავების დროს შიგთავსი პომიდორშივე დარჩეს და არ ამოტივტივდეს ზედაპირზე. ბოსტნეული თავისივე წვენში ძმრისა და შაქრის გარეშე მწნილდება 7-10 დღის განმავლობაში, სწორედ ამიტომ რჩება იგი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი
  • 50 გრ ოხრახუში
  • 50 გრ ნიორი
  • 1 ლ წყალი
  • 50 გრ ნიახური
  • 50 გრ ქინძი
  • 1 ც წითელი პილპილი
  • 2 ს.კ. მარილი

მომზადების წესი 

1. კარგად გარეცხეთ პომიდორი, გააშრეთ და მოაშორეთ ყუნწები. თითოეულ პომიდორს გაუკეთეთ ჯვარედინი, მაგრამ ბოლომდე არ გაჭრათ.

2. წყალში გახსენით 2 ს.კ. მარილი და აადუღეთ. წვრილად დაჭერით ყველა მწვანილი, ნიორი და წითელი წიწაკა და აურიეთ. არომატული ნაზავი ჩაის კოვზით მოათავსეთ პომიდორში, მსუბუქად დააწექით, რომ უფრო მეტი შიგთავსი ჩაეტიოს.

3. შიგთავსით სავსე პომიდვრები მოათავსეთ პატარა თასში ან ქვაბში, დაასხით მარილიანი წყალი ისე, რომ ბოსტნეული ბოლომდე დაიფაროს. დაახურეთ სახურავი ან თეფში და ზემოდან დაადეთ სიმძიმე.

4. გააჩერეთ პომიდორი თბილ ოთახში 2-3 დღით, შემდეგ კი შეინახეთ ცივ ადგილას 7-10 დღის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი